Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, ის არ ჩავა რუსეთში BRICS-ის სამიტზე, თუმცა პუტინმა მიიწვია ის


სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. 17 იანვარი, 2019.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. 17 იანვარი, 2019.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, ის არ დაესწრება BRICS-ის სამიტს, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება რუსეთში, თუმცა მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიწვევა მიიღო.

5 სექტემბერს ვუჩიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 22-24 ოქტომბერს ვერ დაესწრება სამიტს, ვინაიდან სერბეთს „იმ დროს მნიშვნელოვანი სტუმრები ეყოლება“.

ახლახან ვუჩიჩმა უარყო მჭიდრო კავშირები პუტინთან და თქვა, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ არ შეხვედრია რუსეთის პრეზიდენტს.

მაგრამ სერბეთის სხვა მაღალი რანგის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვულინის თქმით, რუსეთი სერბეთის მჭიდრო მოკავშირედ რჩება.

გაერთიანება BRICS-ში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG