Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად რადამ ანდრეი სიბიგა დაამტკიცა


ანდრეი სიბიგა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
ანდრეი სიბიგა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ანდრეი სიბიგა დაამტკიცა. მინისტრის ყოფილი მოადგილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მანამდე რადამ დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაგომის თხოვნით, დმიტრო კულებას განცხადება.

ანდრეი სიბიგა, კარიერული დიპლომატია. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო უკრაინის ელჩი თურქეთში, შემდეგ კი (2021-2024 წწ.) ეკავა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა. კურირებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG