რუსმა სამხედროებმა 4 სექტემბრის დილით სარაკეტო იერიში მიიტანეს ლვოვზე, არის ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. როგორ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან მათ შორის არიან ბავშვებიც. უკრაინაში წუხელ არსებული დაძაბულობის გამო პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა.
ლვოვის მერის ანდრე სადოვოის განცხადებით, აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებში.
ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით დაღუპულია სამი ადამიანი, ის თავდაპირველად ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, მოგვიანებით თავის ტელეგრამის არხზე დაწერა კიდევ ერთი დაღუპულის შესახებ "ის 14 წლის გოგოა", - დაწერა კოზიცკიმ.
მისივე ცნობით დაშავდა 35 ადამიანი, დაშავებულებს შორის ხუთი - ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 15 უფროსი, ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით რუსეთმა ლვოვზე თავდასხმისთვის ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გამოიყენა.
მანამდე უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ლვოვის თავზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, დააფიქსირეს რუსული ფრთოსანი რაკეტები ლვოვის, იავნო-ფრანკოვოს, ტერნოპოლისა და ხმელნიცკის ოქლის მიმართულებით.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იტყობინება, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო, პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავები ბოლო რვა დღის განმავლობაში მესამედ მოიყვანეს სამხედრო მზადყოფნაში.
ფორუმი