Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის თქმით, კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი. მისი თქმით, ძეგლს დადგამენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე პარკში.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძეგლის ესკიზი მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის. მისივე ესკიზითაა დამზადებული ერეკლე მეორის კიდევ ერთი ძეგლი, რომელიც თელავში 1971 წელს აღიმართა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG