უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის ენერგომატარებლების მიწოდებას არაფერი უდგას წინ. მან ფეისბუკში დაწერა, რომ ამას ხელს არ უშლის არც საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის სიახლოვეს.
სუჯის მახლობლად, უკრაინის საზღვართან, მდებარეობს „გაზპრომის“ გაზსაზომი. ამ ადგილას გაზსადენი რუსეთისა და უკრაინის საზღვარს კვეთს და შემდეგ მიემართება ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის - უნგრეთშიც. ეს უკანასკნელი მოქმედი გაზსადენია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში მიემართება.
სხვადასხვა გარემოება მეტყველებს, რომ გაზსაზომი სადგური უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და მას მერე მეთოდურად იკავებენ ახალ-ახალ ტერიტორიებს. სხვადასხვა ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ისინი კურსკის ოლქში ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს აკონტროლებენ.
ფორუმი