Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ჩავიდა


ვლადიმირ პუტინს ბაქოში მიესალმება მასპინძელი ილჰამ ალიევი. 18 აგვისტოს პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა ბაქოში.
ვლადიმირ პუტინს ბაქოში მიესალმება მასპინძელი ილჰამ ალიევი. 18 აგვისტოს პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა ბაქოში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 აგვისტოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავიდა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში, რომელიც მოსკოვისა და თურქეთის ახლო პარტნიორი და ასევე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმწოდებელია დასავლეთის ქვეყნებისთვის, იმართება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის უპრეცედენტო სამხედრო იერიშის ფონზე.

კრემლის განცხადებით, პუტინი თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებას გამართავს ორმხრივ ურთიერთობებსა და „საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე“.

ორი სახელმწიფოს მეთაურები 18 აგვისტოს, საღამოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში ვახშმობენ, იტყობინება ადგილობრივი ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Asertac-ი.

რუსული სააგენტო Ria Novosti-ის თანახმად,18 აგვისტოს ალიევი და პუტინი ერთობლივ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს და პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

პუტინი ასევე გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ამჟამინდელი ლიდერის მამის, ჰეიდარ ალიევის საფლავს. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანს ხელმძღვანელობდა 1993 წლიდან 2003 წლამდე.

კრემლმა მანამდე განაცხადა, რომ ბაქოში ასევე განიხილავენ "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხს".

აზერბაიჯანმა თავისი დე იურე მთიანი რეგიონი, რომელიც დიდხანს იყო იქ მცხოვრები სომხური უმრავლესობის კონტროლის ქვეშ, 2023 წლის სექტემბერში დაიბრუნა.

სომხეთმა რუსეთი მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანთან კონფლიქტში აზერბაიჯანის არაადეკვატურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მას შემდეგ სომხეთი ცდილობს, გააღრმაოს ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, რამაც ძალიან გააღიზიანა მოსკოვი.

პუტინის ბოლო ვიზიტი აზერბაიჯანში 2018 წლის სექტემბერში შედგა.

პუტინის მიმართ 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების რუსეთში „დეპორტაციის“ გამო, რასაც კრემლი უარყოფს. დაპატიმრების საფრთხემ შეზღუდა პუტინის საზღვარგარეთ მოგზაურობები, მაგრამ აზერბაიჯანი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი და შესაბამისად - მოვალე, აღასრულოს სასამართლოს ორდერი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG