Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე მშობლიურ შინდისში დაკრძალეს


რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე 17 აგვისტოს მშობლიურ სოფელ შინდისში დაკრძალეს სამხედრო პატივით. 30 ივლისს დაღუპული სამხედრო საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოასვენეს.

ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო.

ბონდო გაგნიძე ლუგანსკის მისადგომებთან მასშტაბური საჰაერო დაბომბვისას დაიღუპა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს.

47 წლის ქართველ მეომარს შინდისელებმა, ომის ვეტერანებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა პატივი მიაგეს შინდისის გმირთა მემორიალთან არსებულ ეკლესიაში, საიდანაც ის შინდისის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ქართველი მებრძოლები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძვიან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG