ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა მათ ორი მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ, კიდევ ორის გამოყვანა კი დროულად შეძლეს.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვები კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დროულად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და ცეცხლი სხვა სართულებზე არ გავრცელებულა.
მეზობლების ცნობით, შემთხვევისას ბავშვები შინ, სავარაუდოდ, მარტო იყვნენ და ეძინათ. ადგილზე არ იმყოფებოდნენ მოზარდების მშობლები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ფორუმი