Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე მელიაზე თავდასხმაზე: ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ნებისმიერი ინციდენტი მიუღებელია“. ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც ამ საკითხზე დაუსვა კითხვა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 11 აგვისტოს, სამტრედიაში კოალიციის რაიონული ოფისის გახსნის შემდეგ, კომენტარის მიცემის დროს, თავს დაესხნენ ნიკა მელიას. პარტია „ახლის“ გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნიკა მელიასთან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მას სახის არეში არტყამს მუშტს და აგინებს. კაცის იდენტიფიცირება შესაძლებელია.

ამ ძალადობის შემთხვევის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG