Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს


შალვა პაპუაშვილი (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილი (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. 

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან:

  • ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული;
  • გენო პეტრიაშვილი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:

  • ტატო გრიგალაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ილია სულამანიძე - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
  • გივი მაჭარაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა გურული - პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.

სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში ის ნახსენები არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG