Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს


ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 23 ივლისი, 2024.
ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 23 ივლისი, 2024.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, რომლებიც გუშინ დაიწყო.

კომენტარი მან გააკეთა რუსეთის მთავრობასთან თათბირზე, რომლის შემდეგაც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს.

„როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს“, - ირწმუნება პუტინი.

უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.

როგორც BBC იტყობინება, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მაუწყებლის შეკითხვაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, სუჯის რეგიონში, განაცხადა: „ამის თაობაზე ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG