სერგეი შამბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრად, „უშიშროების საბჭოს მდივანი“ კი რაულ ლოლუა გახდა.
შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1997 წლის მაისიდან 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 15 დეკემბერს იგი კვლავ ჩაუდგა სათავეში დე ფაქტო უწყებას. 2010-2011 წლებში ის ე.წ. პრემიერ-მინისტრი იყო, 2020 წლის ივლისიდან კი - „უშიშროების საბჭოს მდივანი“.
"უშიშროების საბჭოს მდივნის" პოსტზე შამბა შეცვალა რაულ ლოლუამ, რომელიც მანამდე არ დაამტკიცეს გუდაუთის რაიონული ადმინისტრაციის უფროსად.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 7 მაისიდან იყო ვაკანტური, დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ ინალ არძინბას დათხოვნის შემდეგ. არძინბას ვერსიით, თანამდებობა მან თავად დატოვა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“.
ფორუმი