Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომში წასვლის მსურველებს რუსეთში SMS-რეკლამით აგროვებენ


რუსეთის მოქალაქეები მობილურ ტელეფონებზე იღებენ ტექსტურ შეტყობინებებს [SMS], რომლებიც მათ უკრაინაში საომრად წასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "Медуза-სა" და SOTA-ს მკითხველებიც ჰყვებიან.

„გააფორმე კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან: მაშინვე 800 ათასი რუბლი [9 400 დოლარი]“, - შეტყობინებები მთელ რუსეთში ერთი ნომრიდან იგზავნება. როგორც იუწყებიან, ეს არის იგივე ნომერი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებებშია მითითებული.

მანამდე ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ომში წასვლის მოწოდებებს 1 აგვისტოდან ფიჭური კავშირგაბმულობის ყველა კომპანია გაავრცელებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG