Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები აშშ-ში დაბრუნდნენ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვდება რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვდება რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელებს.

აშშ-ში დაბრუნდნენ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულები - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი

თვითმფრინავი დაეშვა ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც გათავისუფლებულებს დახვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ახლობლები და კოლეგები. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შევძლებდით”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

ევან გერშკოვიჩმა მოუწოდა, არ დაივიწყონ რუსეთის ციხეებში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები.

1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ისა და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე.

განთავისუფლებულ რუსებს სამთავრობო აეროპორტში, ვნუკოვო-2-ში, დახვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, "ეფესბეს" და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის მინისტრი. პუტინი კრასიკოვს მოეხვია, ანა დულცევას ყვავილები გადასცა, სამსახურში მყოფებს მადლობა გადაუხადა და ახალ დანიშვნებსა და სამთავრობო ჯილდოებს დაჰპირდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG