Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში ისმაილ ჰანიეს პანაშვიდი გადაუხადეს


ისმაილ ჰანიეს პანაშვიდი თეირანში
ისმაილ ჰანიეს პანაშვიდი თეირანში

თეირანში გაიმართა ისმაილ ჰანიეს, პალესტინელთა დაჯგუფების, ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელის პანაშვიდი. ირანმა განაცხადა, რომ 62 წლის ჰანიე 31 ივლისს, ღამით, მოკლეს თეირანში, თავის საცხოვრებელ სახლში, რაშიც ისლამური რესპუბლიკა ისრაელს ადანაშაულებს.

ჰანიეს მოკვლამ გააჩინა შეშფოთება, რომ მას შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ფართო კონფლიქტი მოჰყვეს.

ჰანიესადმი მიძღვნილ ლოცვას უძღვებოდა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ცერემონია ჩატარდა თეირანის ცენტრში, თეირანის უნივერსიტეტთან, სადაც ხალხი ჰანიეს პორტრეტებითა და პალესტინის დროშებით შეიკრიბა.

ჰანიეს მოგვიანებით კატარის დედაქალაქ დოჰაში დაასაფლავებენ.

აიათოლა ხამენეიმ გამოთქვა მუქარა, რომ ჰანიეს მოკვლისთვის „სასჯელი სასტიკი“ იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG