ახალგაზრდა ქალის ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომლებიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს.
„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.
პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“, - ამბობს გატაცებული ქალის ბიძა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გამტაცებლებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი