Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის რაიონი სტიქიამ ისევ დააზარალა


სტიქია ლაგოდეხში
სტიქია ლაგოდეხში

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა. ოცამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები - საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები.

სტიქია ლაგოდეხის რაიონში
სტიქია ლაგოდეხის რაიონში

მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და საყრდენები.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიის ზონაში მუშაობენ სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები.

“როცა დაზუსტებული მონაცემები გვექნება, მერია დაეხმარება იმ ოჯახებს, ვისაც ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა”, - აცხადებს იგი.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მესამედ დააზარალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG