ფინეთი იტყობინება, რომ რუსეთის გემმა მისი ტერიტორიული წყლები დაარღვია. ფინეთის მთავრობის ცნობით, ინციდენტი მოხდა პარასკევს, 26 ივლისს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ფინეთის სასაზღვრო გემმა რუსეთის გემი ბადრაგით გააცილა ფინეთის ტერიტორიული წყლებიდან. ინციდენტი დაახლოებით შვიდ წუთს გაგრძელდა.
მესაზღვრეები ინციდენტს იძიებენ და გამოძიების მიმდინარეობისას დამატებით ინფორმაციას წარმოადგენენ, აცხადებენ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში.
ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-ს მოჰყავს სასაზღვრო სამსახურის მთავარი გამომძიებლის, პეტერ შტაუფერის სიტყვები, რომ დარღვევა ჩაიდინა რუსეთის გემმა, რომელიც ბალტიის ფლოტის ნაწილია და ზღვის ფსკერის დასაზვერად გამოიყენება.
გასულ თვეში ფინეთმა განაცხადა, რომ 10 ივნისს რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე.
ფორუმი