Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას აღარ დაიკავებს


ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას აღარ დაიკავებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტს, რომელიც 24 ივლისს გამოიცა, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მასში ნათქვამია, რომ მოწონებულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 18 ივლისის განკარგულება ქეთევან ციხელაშვილის, ავსტრიაში საქართველოს ელჩის გათავისუფლების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ქეთევან ციხელაშვილს საროტაციო ვადა ამოეწურა და როტაციის პრინციპიდან გამომდინარე აღარ დაიკავებს ელჩის თანამდებობას.

ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის მაისში დაინიშნა. მანამდე, იგი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG