Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია კრძალავს რუსებთან აქტივების გაცვლაში მონაწილეობას


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აეკრძალათ მონაწილეობა ინვესტორებს შორის აქტივების გაცვლის სქემაში, რომელიც რუსეთმა შესთავაზა ანგარიშსწორების ნაციონალური დეპოზიტარის გარიგებაში ჩართვით, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამოა სანქცირებული.

ამის შესახებ საუბარია ფინანსური სტაბილურობის, მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრის დარგში ევროკავშირის გენერალური დირექტორის განმარტებით ბარათში, რომელიც ევროკომისიამ 24 ივლისს გამოაქვეყნა.

„არავითარი სახსრები ან ეკონომიკური რესურსი, არც პირდაპირ და არც ირიბად, არ შეიძლება მიეწოდოს ანგარიშსწორების ნაციონალურ დეპოზიტარს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამრიგად, ევროკომისიის მარეგულირებელმა ორგანომ გამოხატა მკაცრი პოზიცია გაცვლის შესახებ მას შემდეგ, რაც ანგარიშსწორების ნაციონალური დეპოზიტარი NSD, რომელიც ორი წლის განმავლობაში იყო ევროპული სანქციების ქვეშ, 2024 წლის 12 ივნისს შეერთებული შტატების მხრიდანაც აღმოჩნდა დამბლოკავი შეზღუდვების ქვეშ. მანამდე ევროკომისიის ორგანოები ოფიციალურად არ აკეთებდნენ კომენტარს რუსეთთან აქტივების გაცვლის პროცედურაში ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ.

ეს სქემა საშუალებას აძლევს სხვადასხვა რუს ინვესტორს, წარადგინოს წინადადებები იმ დასავლური ფასიანი ქაღალდების გაცვლის შესახებ, რომლებიც ამჟამად დაყადაღებულია ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარებში არსებული NSD-ის ანგარიშებზე.

რუს და უცხოელ ინვესტორებს შორის აქტივების გაცვლის შესახებ გარიგება 12 აგვისტოს იგეგმება. გაცვლის ორგანიზატორად მიჩნეულია რუსეთის უმსხვილესი ბროკერი „საინვესტიციო პალატა“. საბროკერო კომპანიის მონაცემებით, რუსი ინვესტორები დაინტერესებულ პირებს დაბლოკილ აქტივებში გასაცვლელად 35 მილიარდი რუბლის ღირებულების ფასიან ქაღალდებს სთავაზობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG