Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პორტში ფესტივალზე არ შეუშვეს რუსული ფრეგატი „შტანდარტი“


ფრეგატი "შტანდარტი". სანქტ-პეტერბურგი, 28 მაისი, 2005.
ფრეგატი "შტანდარტი". სანქტ-პეტერბურგი, 28 მაისი, 2005.

ესპანეთში ვიგოს პორტში ფესტივალზე არ შეუშვეს რუსული ფრეგატი „შტანდარტი“. გემის კაპიტნის, ვლადიმირ მარტუსის თქმით, გემს არც ესპანეთის სხვა პორტებში უშვებენ.

„შტანდარტზე“ 15 ადამიანია, მათ შორის სამი მოზარდი. მარტუსი ამტკიცებს, რომ გემზე სამი-ოთხი დღის სამყოფი საკვები აქვთ. „გაურკვეველია, რა ვქნათ ახლა. ღუზაზე ვდგავართ და უნდა გავარკვიოთ, სად შეგვიძლია წავიდეთ“, - თქვა ფრეგატის კაპიტანმა.

ადრე „შტანდარტი“ არ შეუშვეს საფრანგეთის ქალაქ ბრესტის პორტში საზღვაო ფესტივალზე, რომელიც 12-დან 17 ივლისამდე ჩატარდა.

ფინისტერის დეპარტამენტის პორტებში შესვლის აკრძალვა პრეფექტურამ მიიღო 2024 წლის 24 ივნისის ევროპული სანქციების მე-14 პაკეტთან დაკავშირებით. ამ პაკეტის სანქციები ვრცელდება „ისტორიული გემების ასლებზე“.

როგორც იუწყებიან, 34-მეტრიანი სამანძიანი ფრეგატი „შტანდარტი“ არის პეტრე I-ის მიერ 1703 წელს აგებული ფრეგატის ზუსტი ასლი. ასლის მშენებლობა 1992 წელს დაიწყო. ფრეგატი 1999 წელს ჩაუშვეს წყალში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG