Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოლკლენდის კუნძულებთან გემის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი და შვიდი უგზო-უკვლოდ დაიკარგა


საილუსტრაციო ფოტო: ჩრდილოკორეული თევზსაჭერი გემი. 8 დეკემბერი, 2018.
საილუსტრაციო ფოტო: ჩრდილოკორეული თევზსაჭერი გემი. 8 დეკემბერი, 2018.

23 ივლისს ფოლკლენდის კუნძულებთან ჩაიძირა ხომალდი Argos Georgia. ერთი დღე-ღამის შემდეგ ცნობილია, რომ დაიღუპა ექვსი ადამიანი და შვიდი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

მთლიანობაში გემზე 27 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - რუსეთის რვა მოქალაქე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათგან სამი დაიღუპა, ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

Argos Georgia ფოლკლენდის კუნძულების დედაქალაქიდან 21 ივლისს საღამოს გავიდა და თევზრეწვის ადგილებისკენ გაემართა. გემს ძლიერი ქარი, სიცივე და შვიდმეტრიანი ტალღები დაატყდა. ორშაბათს ეკიპაჟმა უბედურების სიგნალი გაავრცელა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ხომალდი ჩაიძირა.

მასზე იმყოფებოდა სამი სამაშველო ნავი, მაგრამ იტყობინებიან, რომ მხოლოდ ორი მათგანი გაიბერა ბოლომდე. საპატრულო სათევზაო კატარღამ მათში მყოფი 13 ადამიანი გადაარჩინა, კიდევ ერთი ადამიანი წყლიდან ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაგრამ მას ართულებს ძლიერი ქარი, რის გამოც შეუძლებელია ვერტმფრენების გამოყენება.

ჩაძირული ხომალდი ეკუთვნის ბრიტანულ-ნორვეგიულ პარტნიორობას და ის წმინდა ელენეს კუნძულის დროშით დაცურავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG