Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვოჩერკასკში რუსეთის არმიის ახალი ბაზა აშენდა - ჟურნალისტური გამოძიება


ნოვოჩერკასკში რუსეთის არმიის ახალი ბაზის სატელიტური სურათი, რომელიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნოვოჩერკასკში რუსეთის არმიის ახალი ბაზის სატელიტური სურათი, რომელიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ "სქემების" ჯგუფმა გამოაქვეყნა გამოძიება რუსული არმიის ახალი ბაზის შესახებ როსტოვის რაიონში, ნოვოჩერკასკში. 2023 წლის აგვისტოში დაწყებულ მშენებლობაზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა სატელიტური სურათების გამოყენებით.

სამხედრო ბაზა განლაგებულია სასჯელაღსრულების კოლონიასა და ორ დაუმთავრებელ სკოლას შორის (ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ზუსტი კოორდინატები), ბაზა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-100 ლოგისტიკურ პოლკს ეკუთვნის.

ახალი ბაზა მდებარეობს რუსეთის არმიის ერთ-ერთი უდიდესი, “კადამოვსკის” სამხედრო პოლიგონიდან ათ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე. უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე იქ რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა და პერსონალი იყო კონცენტრირებული. იგივე ფუნქციას ასრულებდა ეს პოლიგონი 2014-2015 წლებში, როდესაც მოსკოვმა სამხედრო დახმარება გაუწია დონბასში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს.

ჟურნალისტური გამოძიების სრულ ვერსიას ამ ბმულის საშუალებით წაიკითხავთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG