Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევოლუშენი“ სამსახურიდან უშვებს მენეჯერებს, რომლებიც თანამშრომლებს დასცინოდნენ - ამბობენ კომპანიაში


თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისის შემდეგ გაფიცულია.
თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისის შემდეგ გაფიცულია.

„ევოლუშენ საქართველო“ წყვეტს თანამშრომლობას იმ მენეჯერებთან, რომლებიც თანამშრომლებს დასცინოდნენ და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ. რადიო თავისუფლებას კომპანიაში უთხრეს, რომ გაათავისუფლეს 20-მდე თანამშრომელი.

„ევოლუშენი“ კომპანიაა, რომელიც კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს.

„მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეული.

გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს "ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონის თუ კანის ფერის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG