ბაიდენი წერილში, რომელშიც ის მიმართავს ამერიკელ ხალხს, აცხადებს, რომ თავისი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, მოხსნას კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან.
“ჩემთვის უდიდესი პატივია ცხოვრებაში, გემსახუროთ პრეზიდენტად. მართალია, კვლავ არჩევას ვესწრაფოდი, ვთვლი, რომ ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, გადავდგე და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დავუთმო მთელი ყურადღება დარჩენილ ვადაში”- ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
სოციალურ მედიაში გავრცელებულიდამატებით განცხადებაში, ბაიდენი წერს, რომ ის მხარს უჭერს, კამალა ჰარისი - აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, დასახელდეს დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატად. ბაიდენი დემოკრატებს მოუწოდებს გაერთიანდნენ და “დაამარცხონ ტრამპი”. კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ვიცეპრეზიდენტია 2020 წლიდან.
აშშ-ის კანონმდებლობით, ამ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, პრეზიდენტის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. მაგრამ ვიცეპრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის კანდიდატურის ნაცვლად წამოყენების შემთხვევაში, ეს არ ხდება. ამიტომ აშშ-ის ყველა შტატის დემოკრატმა წარმომადგენლებმა, მათ შეხვედრაზე კენჭი უნდა უყარონ კამალა ჰარისს პრეზიდენტობის კანდიდატურაზე.
კამალა ჰარისმა ბაიდენის ნაბიჯების საპასუხოდ ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა დაუხადა ჯო ბაიდენს მისი "არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის", როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და "ჩვენი ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის". ჰარისმა ასევე განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია დავიმსახურო და მოვიგო ეს ნომინაცია".
თუ კამალა ჰარისი დემოკრატიული პარიის კანდიდატად აირჩიეს, 59 წლის ყოფილი პროკურორი და სენატორი კალიფორნიის შტატიდან, ქვეყნის ისტორიაში იქნება პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პარტიის სახელით იყრის კენჭს.
ის ადმინისტრაციაში კურირებდა რამდენიმე საკვანძო საკითხს, მათ შორის ემიგრაციას, საარჩევენო სამართალსა და რეპროდუქციის სამართალს.
დემოკრატიული პარტიიდან შესაძლო კანდიდატები არიან ასევე გუბერნატორები გევინ ნიუსომი კალიფორნიიდან, გრეტშენ უიტმერი მიჩიგანის შტატიდან და ჯეი ბი პრიცკერი ილინოისიდან.
ჰარისს უპირატესობა აქვს ამ პოტენციური კონკურენტების მიმართ იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე კვირაა წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. მას, ამასთან წვდომა აქვს ათეულობით მილიონ დოლარზე, რომელიც კამპანიის დროს შეგროვდა.
ჰარისს მიუღებლობის ისეთივე რეიტინგი აქვს როგორც ბაიდენს. მაგრამ, ექსპერტების აზრით, ის ის ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობიდი ამერიკელებისთვის და თავისი იმიჯი შეუძლია გააუმჯობესოს წინასაარჩევენო კამპანიის დროს.
თავის განცხადებაში ბაიდენი წერს, რომ ის მომავალ კვირაში მეტს იტყვის თავისი გადაწყვეტილების გარშემო.
ბაიდენი თავისი თანაპარტიელი დემოკრატების ზეწოლის ქვეშ იყო, შეეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გზა დაეთმო სხვა კანდიდატისთვის, რომელიც რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.
81 წლის ბაიდენი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა ეჭვქვეშ აღმოჩნდა განსაკუთრებით თავის მეტოქესთან, დონალდ ტრამპთან ივნისის ბლოს ცოცხალ ეთერში გამართული დებატების შემდეგ. ბაიდენს თავისი თანაპარტიელები, 40-მდე კანონმდებელი მოუწოდებდა, ჩამოშორებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. ბოლო დღემდე მას არაერთი მრჩეველი და მოკავშირე ამასთან ურჩევდა, არ ეთქვა უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მერე, რაც ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თქვა: ჯო ბაიდენი "უვარგისია კენჭისყრისთვის" და "ნამდვილად უვარგისია" პრეზიდენტის თანამდებობაზე. ტრამპის აზრით, დიდი ზარალი გვექნება მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ მალე გამოვასწორებთ ამ ზარალს და მას, თავის სოციალურ პლატფორმაზე - Truth Social-ზე მოჰყავს თავისი ლოზუნგი: “კლავ გახადე ამერიკა დიადი!“
21 ივლისს, ბაიდენის მიერ განცხადების გაკეთებამდე, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის - ტრამპის მოკავშირემ და ვიცეპრეზიდენტების კანდიდატმა, ჯი დი ვანსმა დაწერა, რომ თუ ბაიდენი არჩევნებს ჩამოშორდება მისი მდგომარეობის გამო, მან ასევე უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი. ბაიდენი არ არის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა კვლავ არჩევაზე, მაგრამ ის პირველია, ვინც ეს პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ გააკეთა. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, ჰერი ტრუმენმა და ლინდონ ჯონსონმა უარი თქვეს 1952 და 1968 წლების არჩევნებში მონაწილეობაზე მას მერე, რაც თავი ცუდად წარმოაჩინეს პრაიმერიზებზე. საპრეზიდენტო პოლიტიკის ისტორიკოსმა, მაიკლ ბეშლოსმა X-ით გაავრცელა განცხადება, რომ ბაიდენმა „ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის ყველაზე რთული რამ გააკეთა და ეს გააკეთა სახელმწიფო ინტერესებისთვის“.
ამ ამბების საპასუხოდ, რუსეთის კრემლმა განაცხადა, რომ ზოგადად აკვირდება აშშ-ს არჩევნებს, მაგრამ ეს არ არის პრიორიტეტი.
„არჩევნებამდე კიდევ ოთხი თვეა, ეს არის დიდი დრო, რომლის დროსაც ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბაიდენის განცხადების შემდეგ.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ცივი ომის დროს დაეცა.
ტრამპმა აღფრთოვანება გამოხატა რუსეთის ავტორიტარული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ, კრემლის ლიდერის თავდასხმამდე ტაქტიკას "ბრწყინვალე" უწოდა და არაერთხელ გააკრიტიკა ნატოს ევროპელი მოკავშირეები კოლექტიურ თავდაცვაზე მეტის დახარჯვის გამო.
ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას შეუძლია ომის დასრულება ინაუგურაციამდე. მან არ თქვა, კონკრეტულად როგორ მიაღწევდა ამას.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტრამპის უპირატესობა ბაიდენის მიმართ იზრდებოდა, მათ შორის ზოგიერთ საკვანძო შტატში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელი კანდიდატი გადაურჩა თავდასხმას პენსილვანიაში 13 ივლისის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დროს. CBS News-ის მიერ 18 ივლისს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, ტრამპი (52%) ახლა ბაიდენს (47%) ხუთი პროცენტით უსწრებს.
ფორუმი