Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ჯო მანჩინი კიდევ ერთი კანონმდებელია, რომელიც ბაიდენს მოუწოდებს, შეწყვიტოს საარჩევენო კამპანია


ჯო ბაიდენი შინ გამგზავრების წინ, როცა მას კოვიდი დაუდგინეს. 18 ივლისი, 2024 წელი. 21 ივლისს მას კიდევ ერთმა კანონმდებელმა მიმართა, შეწყვიტოს საარჩევნო კამპანია
ჯო ბაიდენი შინ გამგზავრების წინ, როცა მას კოვიდი დაუდგინეს. 18 ივლისი, 2024 წელი. 21 ივლისს მას კიდევ ერთმა კანონმდებელმა მიმართა, შეწყვიტოს საარჩევნო კამპანია

სენატორი ჯო მანჩინი (დამოუკიდებელი დასავლეთი ვირჯინიის შტატიდან) ბოლო კანონმდებელია, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაასრულოს საარჩევნო კამპანია.

„დამძიმებული გულით მივიღე გადაწყვეტილება და ვფიქრობ, დროა ჩირაღდანი გადაეცეს ახალ თაობას“, განუცხადა მანჩინმა CNN-ის „State of Union“ 21 ივლისს.

მანჩინი დარეგისტრირდა როგორც დამოუკიდებელი კანონმდებელი წელს მაისში.

ის წლების განმავლობაში დემოკრატიული პარტიის წევრი და წარმომადგენელი იყო.

დემოკრატიული პარტიიდან თითქმის 40-მა კანონმდებელმა მოუწოდა 81 წლის ბაიდენს უკან წაიღოს თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან არსებობს შიში, რომ ის რესპუბლიკელ კონკურენტ დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებს.

27 ივნისს გამართულმა დებატებმა ტრამპთან გააჩინა ეჭვები ბაიდენის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის გარშემო.

ბაიდენის ექიმმა 20 ივლისს განაცხადა, რომ პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ხველა და ჩახლეჩილი ხმა, მაგრამ მისი მონაცემები ნორმალურია და ის აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.

ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პირადად დაუჭირეს მხარი ბაიდენის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს კამპანია და აქტიურად მოუწოდეს დონორებს, დარჩნენ მის გვერდით, - იტყობინებოდა 20 ივლისს NBC News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG