Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარი კასპაროვი ჭადრაკის ისტორიიდან გააქრო რუსეთის განათლების სამინისტრომ  


გარი კასპაროვი (მარჯვენა) ანატოლი კარპოვის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს XIII ჩემპიონი გახდა .
გარი კასპაროვი (მარჯვენა) ანატოლი კარპოვის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს XIII ჩემპიონი გახდა .

რუსეთში მე-11 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა და პუტინის რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, ვლადიმირ მედინსკიმ დაწერა, გარი კასპაროვი ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონთა სიიდანაა ამოღებული. ~

"იდეოლოგია და კულტურა 1964-1985 წლებში" - სახელმძღვანელოს ამ თავში, რომლის ერთი პარაგრაფი ჭადრაკს ეთმობა, ჩამოთვლილია მსოფლიო ჩემპიონები: მიხაილ ბოტვინიკი, ვასილი სმისლოვი, მიხაილ ტალი, ტიგრან პეტროსიანი, ბორის სპასკი და ანატოლი კარპოვი. ის ფაქტი, რომ კარპოვმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1985 წელს გარი კასპაროვთან დაკარგა, ნახსენები არ არის. სამაგიაროდ სახელმძღვანელოში მსხვილი, მუქი შრიფტით წერია, რომ ანატოლი კარპოვი, დაბადეუბლი რუსულ ოჯახში და თვითნაბადი ტალანტი, 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

კასპაროვი აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ მოძრაობაში და მუდმივად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. 2013 წლის ივნისში მან დატოვა რუსეთი და ემიგრაციაში, საერთაშორისო არენაზე გააგრძელა "პუტინის რეჟიმის" წინააღმდეგ ბრძოლა.

2022 წლის თებერვლიდან (უკრაინაში რუსეთის შემჭრის შემდეგ) კასპაროვი ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. ჭადრაკში მსოფლიოს XIII ჩემპიონი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილია "უცხოური აგენტების" რეესტრში.

2024 წლის 6 მარტს როსმონიტორინგმა გარი კასპაროვის გვარი შეიტანა "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში.

2024 წლის 24 აპრილს სიქტივკარის საქალაქო სასამართლომ კასპაროვს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის, ტერორისტული ქმედებების დაფინანსებისა და ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებების ბრალდებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG