Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსი 50 წლის წინ კუნძულზე თურქეთის შეჭრას იხსენებს


ველოსიპედი გაეროს ბუფერულ ზონაში მიტოვებულ გარაჟში, საკუთრივ კვიპროსსა და თურქეთის მიერ დაკავებულ ზონას შორის. 3 ივნისი, 2024 წელი. 20 ივლისს კვიპროსში თურქეთის ჯარის მიერ კუნძულის ნაწილის დაკავებას იხსენებენ
ველოსიპედი გაეროს ბუფერულ ზონაში მიტოვებულ გარაჟში, საკუთრივ კვიპროსსა და თურქეთის მიერ დაკავებულ ზონას შორის. 3 ივნისი, 2024 წელი. 20 ივლისს კვიპროსში თურქეთის ჯარის მიერ კუნძულის ნაწილის დაკავებას იხსენებენ

კვიპროსში 20 ივლისს იხსენებენ 50 წლის წინ თურქეთის ჯარების შეჭრას, რასაც ქვეყნის ტერიტორიის მესამედის დაკავება მოჰყვა.

1974 წლის ამ აქტის შემდეგ ოთხ წელიწადში გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ საკუთრივ თურქეთის მიერ არის აღიარებული.

კუნძულის დანარჩენ ორ მესამედს წარმოადგენს კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირის წევრია.

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდისმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ თურქეთი კვლავაც რჩება პასუხისმგებელი 50 წლის წინ წინანდელი შემოჭრით ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის.

მისი თქმით, ის კვლავაც ესწრაფვის კუნძულის ორივე რეგიონის გაერთიანებას. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მონაწილეობა მიიღო დაკავებულ მხარეს გამართულ სამხედრო აღლუმში. მან კვლავ გაერთიანება გამორიცხა, რადგან თვლის, ის არავის წაადგება - ფედერალური მოგვარება შეუძლებელია, თქვა თურქეთის მმართველმა.

გაეროს შუამავლობით გამართული ბოლო სერიოზული მოლაპარაკებები კუნძულის ერთ - ბერძნულ-კვიპროსულ და თურქულ-კვიპროსულ ფედერაციად გაერთიანების შესახებ, შვიდი წლის წინ ჩაიშალა.

თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებელ ქვეყნად გაერთიანებას მოითხოვს.

ბერძენი კვიპროსელები ამის წინააღმდეგი არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG