Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის საავიაციო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა


რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. 19 ივლისი, 2024 წელი
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. 19 ივლისი, 2024 წელი

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა.

სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ რაკეტა "ჩვეულებრივი სახლის მახლობლად მდებარე სათამაშო მოედანს" მოხვდა. ზელენსკის თქმით, დაღუპულების გარდა არიან დაშავებულებიც.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა სამი საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ, მოქმედებს ოპერატიული შტაბი.

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ ნიკოლაევზე დარტყმა X-59 რაკეტით განახორციელა.

რუსეთს მორიგ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG