Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა აკრძალა 1000 რუბლის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდით ვაჭრობა


საარქივო ფოტო. უკრაინაში 2019 წელს გაყიდვაში იყო პუტინის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდი.
საარქივო ფოტო. უკრაინაში 2019 წელს გაყიდვაში იყო პუტინის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდი.

მოსკოვის პრეობრაჟენსკის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალა ოთხი საინტერნეტო მაღაზია, რომლებშიც 1000 რუბლის კუპიურის გამოსახულებიანი სასუვენირე ტუალეტის ქაღალდი იყიდებოდა. ამ ინფორმაციას სასამართლოს კარტოთეკაზე დაყრდნობით გამოცემა „ვიორსტკა“ ავრცელებს.

მოსამართლე ელენა ლუკინა დაეთანხმა პროკურორის არგუმენტებს და გადაწყვიტა, რომ ასეთი დიზაინის ტუალეტის ქაღალდი "შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს."

ზემოხსენებული სასუვენირე ტუალეტის ქაღალდის გამოსახულებების აკრძალვა პროკურორმა ოლეგ ალიპოვმა მოითხოვა. თავის პრეტენზიას იგი ასაბუთებდა იმ ფაქტით, რომ 1997 წელს გამოშვებულ ბანკნოტზე გამოსახულია იაროსლავ ბრძენის ძეგლი, "რომელიც კლასიფიცირებულია როგორც წმინდანი, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს."

"ვიორსტკის" ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა ოთხი საინტერნეტო მაღაზიის საიტები, მათ შორის Sima-Land-იც, რომელიც ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი ფლეშმობებითაა ცნობილი. აკრძალული ტუალეტის ქაღალდით მოვაჭრე გვერდები უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი ორი მაღაზიის ვებსაიტებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG