Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოტოციკლებსა და მოპედებს დედაქალაქის BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ


თბილისი, მელიქიშვილის გამზირი
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც მოტოციკლებსა და მოპედებს BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ. 19 ივლისს კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას 77 მხარდამჭერი ჰყავდა.

„თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მიანიჭოს მოტოციკლს ან/და მოპედს“, - წერია პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში BUSLane-ების გაჩენის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადაადგილების ხარისხი. საავტობუსო ზოლებში გადაადგილება შეუძლიათ თეთრი ფერის ტაქსებსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG