საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019-2024 წლების მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროებმა ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ.
საქართველოს სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ევროკავშირისგან 517 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - 46,1 მილიონი ევრო და კერძო სექტორმა - 6,1 მილიონი ევრო. (მოიცავს 75 მილიონ ევროს სესხს Covid 19-ის პერიოდში.)
საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) ათ უმსხვილეს ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:
- 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები;
- 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
- 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
- 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები;
- 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
- 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები;
- 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
- 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
- 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია.
ევროკავშირის 46,1 მილიონი ევროს დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:
- ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა - 8,6 მილიონი ევრო;
- დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია - 8 მილიონი ევრო;
- ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება - 7,9 მილიონი ევრო;
- უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა - 4,9 მილიონი ევრო;
- კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები - 4,6 მილიონი ევრო;
- ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის - 4 მილიონი ევრო;
- დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება - 3,9 მილიონი ევრო;
- გარემოს დაცვა და კლიმატი - 2 მილიონი ევრო;
- საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა - 1,2 მილიონი ევრო;
- იურიდიული და სასამართლო სისტემა - 1 მილიონი ევრო.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ დემონსტრაციებზე: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები კანონს ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
ფორუმი