Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ოლიმპიური თამაშების პერიოდში საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს დააწესებს

ფოტო: გერმანიის სასაზღვრო დაცვა ავტომანქანას ამოწმებს ავსტრია-გერმანიის საზღვარზე. 22 ივნისი, 2022 წელი. პარიზის ოლიმპიური თამაშების პერიოდში გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე დროებითი კონტროლი დაწესდება.

გერმანია დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს საფრანგეთთან საზღვარზე პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ, რომელიც 26 ივლისს იწყება. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა ბერლინში.

ზომა, რომლის შესახებაც 14 ივლისს გამოცხადდა, მიღებული იქნება საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოება ოლიმპიური თამაშებისა, რომლებიც 11 აგვისტომდე გასტანს.

ამავე დროს, დანიის, ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის საზღვრებზე 19 ივლისს გაუქმდება შემოწმებები, რომლებიც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დროს დაწესდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG