Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო მასსა და ტრამპზე თავდასხმების მსგავსებაზე საუბრობს


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში ორი თვის წინ დაესხნენ თავს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში ორი თვის წინ დაესხნენ თავს.

„ქსეროქსზე გადაღებულ სცენარს ჰგავს“, - ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპზე თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელზეც 15 მაისს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

"ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, ის გააჩუმონ და როდესაც ისინი ამას ვერ ახერხებენ, ისინი იმდენად აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ მავანი ღატაკი ბიჭი იარაღს ჰკიდებს ხელს. ახლა კი ჩვენ მოწმენი გავხდებით საუბრებისა შერიგებაზე, დაშოშმინებისა და მიტევების აუცილებლობაზე", - წერს ფიცო ფეისბუკში.

ორი თვის წინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იურაი ცინტულამ, სლოვაკმა მწერალმა და პოეტმა. მძიმე მდგომარეობაში მყოფ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია.

13 ივლისს პენსილვანიაში მხარდამჭერებთან ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ. ქალაქ ბატლერში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შეკრებილებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს.

სამართალდამცავების ცნობით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ, როგორ ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას იძიებს გამოძიების ფედერალური ბიურო. FBI-ის ცნობით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, პენსილვანიელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა.

პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები გმობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას პენსილვანიის შტატში. უკვე კეთდება შეფასებები, რომ 20 წლის მეთიუ კრუქსის ნასროლი ტყვია, რომელმაც გააჩინა შიში პოლიტიკაში მეტი ძალადობის რისკებზე, გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG