Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „ისკანდერის“ რაკეტით დაბომბა ხარკოვის ოლქში მდებარე რკინიგზის სადგური. არიან დაღუპულები


რუსეთის ერთ-ერთი სარაკეტო დაბომბვის შედეგი. საარქივო ფოტო
რუსეთის ერთ-ერთი სარაკეტო დაბომბვის შედეგი. საარქივო ფოტო

ხარკოვის რეგიონში შაბათს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განხორციელა ხარკოვის ოლქის სოფელ ბუდის რკინიგზის სადგურზე, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა 23, მათ შორის მოზარდი.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხარკოვის რაიონული სამსახურის უფროსი, არტიომ კოსტირა და და პოლიციის სერჟანტი ოლექსეი კოშჩი

მათი სურათები და დაბომბვის ამსახველ ფოტოებთან ერთად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ტელეგრამის არხით გაავრცელა.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურზე დარტყმა რუსეთის არმიამ „ისკანდერ M-ის“ სახელით ცნობილი 2 ტაქტიკური რაკეტებით განახორციელა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმაც დაადასტურეს, რომელთა ცნობებშიც ამტკიცებენ, რომ რუსეთის არმიამ რაკეტებით სადგურზე მდგარი სამხედრო ტექნიკის ეშელონი დაბომბა.

„ლენტა.რუ“-ს ცნობით თავდასხმის შედეგად განადგურდა 20 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სამი „ქვეითი საბრძოლო მანქანა მარდერი“ და დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 120-მდე მებრძოლი

უკრაინა სამხედროებს შორის მსხვერპლს არ ადასტურებს.

რუსეთის არმიამ ივლისის დასაწყისში კიდევ უფრო გააძლიერა საავიაციო და სარაკეტო იერიშები უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე, სადაც, მოსკოვის მტკიცებით, კიევის ხელისუფლების სამხედრო მრეწველობის ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა მდებარეობს. მაგრამ ყველა ასეთი შეტევის დროს იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG