რუსეთის არმიამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინაში, სულ მცირე, 10 014 ადამიანი დაკარგა. ეს გამომდინარეობს დაღუპულთა სახელების სიის უახლესი ანალიზიდან, რომელსაც მოხალისეებთან ერთად ატარებენ “ბიბისის” რუსული სამსახურისა და გამოცემა “მედიაზონის” ჟურნალისტები.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით მათ მოახერხეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დაღუპული 59 168 რუსი ჯარისკაცის სახელთა იდენტიფიცირება.
მონაცემთა ასეთ წყაროებს შორისაა მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ნეკროლოგები, საფლავებისა და დაღუპულ სამხედროთა ძეგლების ფოტოები. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს.
საომრად რეკრუტირებული ყოფილი პატიმრები კვლავ რჩებიან დაღუპულთა ყველაზე დიდ კატეგორიად, რაც ყველა იდენტიფიცირებული დანაკარგის 20%-ს შეადგენს. დაღუპულ რუს სამხედროთა 14%-ს მოხალისეები, ხოლო 12%-ს მობილიზებულები შეადგენენ.
ფორუმი