Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სადეპორტაციო ციხიდან გაათავისუფლეს ასლან მასხადოვის მრჩევლის შვილი. რუსეთში მას საფრთხე ემუქრება


შეიხ-ახმედ მუსაიტოვი
შეიხ-ახმედ მუსაიტოვი

საფრანგეთის სადეპორტაციო ციხიდან გათავისუფლდა ჩეჩნეთის 45 წლის მკვიდრი შეიხ-ახმედ მუსაიტოვი, რომელსაც კანონი ავალდებულებს კვირაში ორჯერ გამოცხადდეს პოლიციაში. მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ მას გააუქმა დევნილის სტატუსი და ახალ იგეგმება მუსაიტოვის გაძევება რუსეთში, სადაც საფრთხე ემუქრება.

მუსაიტოვი 25 ივნისს სტრასბურგში დააკავეს და გადაიყვანეს აეროპორტის პოლიციის საიმიგრაციო ცენტრში, სადაც „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, 24 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ამის შემდეგ მუსაიტოვმა ორი დღე დაყო სადეპორტაციო ციხეში. მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწია მან იმას, რომ გაეთავისუფლებინათ იმ პირობით, რომ არ დატოვებს საცხოვრებელ ადგილს და კვირაში ორჯერ გამოცხადდება პოლიციაში.

მუსაიტოვმა და მისმა ოჯახმა რუსეთი 2007 წელს დატოვეს და საფრანგეთში ეგვიპტისა და ავსტრიის გავლით ჩავიდნენ. 2012 წელს მან მიიღო ლტოლვილის სტატუსი რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნის საფრთხის გამო. გარდა იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ერთ-ერთი მრჩეველი იყო, მუსაიტოვის მამა გახდა ავსტრიაში მცხოვრები ჩეჩნებისა და ინგუშების საბჭოს ხელმძღვანელი და მონაწილეობდა ევროპაში ჩეჩნების ასამბლეის საქმიანობაში.

"ჩვენი ოჯახი აქტიურ პოზიციას იკავებს რამზან კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთში დეპორტაცია საფრთხეს უქმნის ჩემს სიცოცხლეს", - განმარტა მუსაიტოვმა „კავკაზ.რეალიისთან“ საუბარში. აქედან გამომდინარე, მან გაასაჩივრა საფრანგეთიდან გაძევების გადაწყვეტილება.

  • იანვარში Amnesty International-მა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ მოახდინონ ჩრდილოეთ კავკასიიდან ლტოლვილების რუსეთში ექსტრადირება. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამშობლოში მათ ემუქრებათ წამება, ბულინგი ან უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG