მოლდოვამ, რუმინეთმა და უკრაინამ გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება, რუსეთის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს 5 ივლისს, სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის "ჰიბრიდული ომის არსენალი" ამჟამად გამოიყენება არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ - სადაც მოსკოვი 2022 წლის თებერვალში არმიით შეიჭრა - არამედ მოლდოვის წინააღმდეგაც.
2022 წლის შემდეგ ეს იყო მესამე სამმხრივი შეხვედრა კულებასა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიჰაი პოპსოის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობესკუს შორის.
ფორუმი