Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანეს "უცხოეთის აგენტების" ნუსხაში


რუსი ჟურნალისტი ოლესია გერასიმენკო
რუსი ჟურნალისტი ოლესია გერასიმენკო

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ოლესია გერასიმენკო და სერგეი იეჟოვი შეიყვანა "უცხოეთის აგენტების" ნუსხაში.

გერასიმენკო მუშაობს დამოუკიდებელი ინტერნეტ-გამოცემა Verstka-ში, რომელიც 2022 წლის აპრილში დააარსა დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების ჯგუფმა. იეჟოვი გამომძიებელი ჟურნალისტია და მუშაობს გამოცემაში The Insider.

"უცხოეთის აგენტების" სიას ასევე დაუმატეს ადვოკატი გრიგორი ვაიპანი, სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის დეპუტატი და ლგბტ უფლებების აქტივისტი, სერგეი ტროშინი და სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატი, ფიოდორ უტკინი.

"უცხოეთის აგენტების" კანონს რუსეთი 2012 წლიდან იყენებს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსებისთვის იარლიყის მისაწებებლად და მათ დასასჯელად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG