Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წვრთნების გადადების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარტნიორებს მიმართავს


ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის მიერ საქართველოსთან ერთად დაგეგმილი წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადების შემდეგ ქვეყნის პარტნიორების მიმართავს თხოვნით. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“.

„მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

გუშინ, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG