Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, იმ 5 კანდიდატის ვინაობა, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა სურს


იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრობის მსურველთა სია.

კონკურსში მონაწილეობენ:

  • გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
  • დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი;
  • მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი, მას ერთხელ უკვე სურდა ამ თანამდებობის დაკავება, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა;
  • კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურსტთა ჯგუფის წევრი;
  • თამარ ალფაიძე - სეუ-ს პროფესორი.

კანდიდატებს გაესაუბრება კომისია, რომლის წევრებიც არიან:

  • გურო იმნაძე ("სოციალური სამართლიანობის ცენტრი");
  • ქეთევან ერემაძე (ილიაუნის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე);
  • ბესიკ ლოლაძე (სეუ-ს პროფესორი);
  • ნონა ქურდოვანიძე (საიას თავმჯდომარე);
  • თამარ ლალიაშვილი („ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პროფესორი);
  • გიორგი დავითური („ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“);
  • ზურაბ ვარდიაშვილი („პუბლიკის“ დირექტორი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლია. საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებსაც. საბჭოში სულ 15 წევრია, მათგან ექვსი არ არის მოსამართლე. ექვსი არამოსამართლე წევრიდან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი ამტკიცებს.

საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG