Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა ადამიანმა გამოთქვა


იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება. საბჭოში ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხუთი განაცხადია შესული.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

კანდიდატებს გაესაუბრება კომისია, რომლის წევრებიც არიან:

  • გურო იმნაძე ("სოციალური სამართლიანობის ცენტრი");
  • ქეთევან ერემაძე (ილიაუნის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე);
  • ბესიკ ლოლაძე (სეუ-ს პროფესორი);
  • ნონა ქურდოვანიძე (საიას თავმჯდომარე);
  • თამარ ლალიაშვილი („ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პროფესორი);
  • გიორგი დავითური („ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“);
  • ზურაბ ვარდიაშვილი („პუბლიკის“ დირექტორი).

კანდიდატების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლია. საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებსაც. საბჭოში სულ 15 წევრია, მათგან ექვსი არ არის მოსამართლე. ექვსი არამოსამართლე წევრიდან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი ამტკიცებს.

საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG