„ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ... აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი რა სწავლება იყო.
გარდაიცვალა ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და, დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება“, - თქვა დიმიტრი მოდებაძემ.
ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყებაში ადასტურებენ, რომ თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.
შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. სამხედრო თვითმფრინავის, სუ-25-ის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ 13:25 საათზე გაავრცელა.
ფორუმი