უკრაინის ენერგოოპერატორი კომპანია Ukrenerho 1 ივლისს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების და ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მოსალოდნელია ელექტროენერგიის შეზღუდვებით მიწოდება.
ამ გაფრთხილების ფონია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული განგაში სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებზე მას შემდეგ, რაც გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან დრონებით განხორციელებულ თავდასხმას აღმოსავლეთის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი შეეწირა.
სარაკეტო თავდასხმების შედეგად 30 ივნისს კიევის რეგიონში სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.
ფორუმი