ბელორუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სამსახურმა განაცხადა, რომ გარე ძალებს სურთ მინსკის „ომში ჩათრევა“, რაზეც უკრაინის საზღვარზე „დაძაბულობის ზრდა მიუთითებს“.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინა ჯარებს, იარაღს და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს ჩვენს საზღვრებზე. კერძოდ, ჟიტომირის რეგიონში მდებარეობს ამერიკული ქვეითი საბრძოლო მანქანები, მრავალი სარაკეტო დანადგარი, მძიმე შორი მოქმედების არტილერია და სხვა აღჭურვილობა",–თქვა ვადიმ ლუკაშევიჩმა, ბელორუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ძალების მეთაურის მოადგილემ, იდეოლოგიური მუშაობის დარგში.
მისი თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, თავს უყრის „დიდ რაოდენობით პირად შემადგენლობას "ბელორუსის საზღვარზე, სადაც არსებობს ხვრელები, რომლებიც, მისი აზრით, განკუთვნილია საბოტაჟისა და დივერსიისთვის.
ამ ბრალდების პასუხად, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური დაუკავშირდა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელ ანდრეი დემჩენკოს, რომელმაც განაცხადა, რომ საზღვრის გაძლიერება უკრაინის თავდაცვის ინტერესებს ემსახურება და არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს.
„სასიამოვნოა, რომ მათ არ ავიწყდებათ ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არ ინერვიულოთ: უკრაინა მათთვის საფრთხე არ არის, პირიქით, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, მათ შორის ბელორუსის მიმართულებით, რადგან ბელორუსი აგრძელებს ტერორისტების მხარდაჭერას და ერთ დროს გახსნა საზღვარი რუსი დამპყრობლებისთვის", - განაცხადა დემჩენკომ.
ალიაქსანდრ ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს და ნება დართო კრემლს ბელორუსის ტერიტორია, სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჰაერო სივრცე გამოეყენებინა რუსეთის არმიის შეჭრისა და უკრაინის ქალაქების დაბომბვისთვის, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი უკრაინელი შეეწირა.
ფორუმი