Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხლის შედეგად მოსკოვში ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა


ქარიშხალი მოსკოვში. 20 ივნისი, 2024.
ქარიშხალი მოსკოვში. 20 ივნისი, 2024.

ქარიშხლის შედეგად მოსკოვში 20 ივნისს ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ერთ ადამიანს ხე დაეცა ერთ-ერთ პარკში, იტყობინება ოპერატიული სამსახური, მეორე სამშენებლო ხარაჩოებთან ერთად ჩამოვარდა.

ქალაქში დილიდან დაკეტილია პარკები. ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ გავიდნენ ქუჩაში. გამოცხადდა ამინდთან დაკავშირებული საფრთხის უკანასკნელი, ნარინჯისფერი დონე.

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ქარიშხალი ხუთშაბათს დღისით დაატყდა. თვითმხილველები აქვეყნებენ ვიდეოებს, რომლებზეც აღბეჭდილია მოგლეჯილი სარეკლამო აბრები, ქუჩის კონსტრუქციები და ხეები, ასევე კოკისპირული წვიმა და ქარი. რეგიონში ქარბორბალები წარმოიშვა.

ოფიციალური მონაცემებით, შტორმის გამო დაშავდა ცხრა ადამიანი, წაიქცა 23 ხე, დაზიანებულია რვა მანქანა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით. მოსკოვის ოლქში გრიგალმა წააქცია 200 ხე, დაზიანებულია 26 მანქანა, დაშავდა ერთი ადამიანი. ქარის სიჩქარე წამში 25 მეტრს აღწევდა.

სახიფათო ამინდის შესახებ გაფრთხილებები გაავრცელეს რუსეთის სხვა რეგიონებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს კიევში. პარასკევიდან ის ჩეხეთის აღმოსავლეთ რაიონებზეც გავრცელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG