"საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, განმარტება მნიშვნელოვანია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონტექსტში", - წერია დირექტორატის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა. კერძოდ, 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს გამოუყვეს 517 მილიონი ევროს, სამოქალაქო საზოგადოებას - 46 მილიონი ევროს, ხოლო კერძო სექტორს - 6 მილიონი ევროს დახმარება.
ევროკავშირი ჩამოთვლის ათ ყველაზე მსხვილ ბენეფიციარს, რომლებიც მის დახმარებას 2019-2024 წლებში იღებდნენ:
- 111,55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;
- 101,40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო;
- 62,75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო;
- 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- 30,5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
- 25,07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
- 12,85 მილიონი ევრო - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
- 10,5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- 7,4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია;
მეთერთმეტეა საქართველოს პარლამენტი, რომელსაც, მათივე ცნობით, 4,8 მილიონი ევრო გამოუყვეს.
ფორუმი