პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და პერსონალის ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ 2024 წლის 23 მაისით თარიღდება. მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტები გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნა, რომ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება სექტემბერში, თბილისში საქართველოს ნაკრების მორიგი შეკრების დროს.
პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოიძახეს.
პრეზიდენტმა ფეხბურთელების გარდა, ჯილდოები გადასცა მწვრთნელებს, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და ნაკრების პერსონალს.
სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ „ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“.
ღირსების მედალი კი სალომე ზურაბიშვილმა გადასცა ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბსა და ასისტენტ მწვრთნელს. ისინი დაჯილდოვდნენ „ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლის ხელშეწყობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის“.
ფეხბურთელები, რომლებსაც ღირსების ორდენი გადაეცათ
- გიორგი მამარდაშვილი
- გიორგი ლორია
- ლუკა გუგეშაშვილი
- სოლომონ კვერკველია
- საბა საზონოვი
- გურამ კაშია
- გიორგი გველესიანი
- ლაშა დვალი
- ლუკა ლოჩოშვილი
- ოთარ კაკაბაძე
- გიორგი გოჩოლეიშვილი
- ვლადიმერ მამუჩაშვილი
- ლევან შენგელია
- გიორგი წიტაიშვილი
- ოთარ კიტეიშვილი
- ნიკა კვეკვესკირი
- გიორგი ჩაკვეტაძე
- სანდრო ალთუნაშვილი
- გიორგი ქოჩორაშვილი
- ჯაბა კანკავა
- ანზორ მექვაბიშვილი
- ზურიკო დავითაშვილი
- ხვიჩა კვარაცხელია
- გიორგი მიქაუტაძე
- ბუდუ ზივზივაძე
- გიორგი ქვილითაია.
მთავარი მწვრთნელი
- ვილი სანიოლი
მწვრთნელი
- ფაბიენ ბოსუე
მწვრთნელი
- ადელ შედლი
მწვრთნელი
- ზურაბ ხიზანიშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
- ლევან კობიაშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი
- დავით მუჯირი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
- კახა ჭუმბურიძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების პერსონალი ღირსების მედლით დაჯილდოვდა
- მიხეილ აბრამიშვილი - ნაკრების ფიზიოთერაპევტი
- გიორგი ბჟალავა - ნაკრების ფიზიოთერაპევტი
- თენგიზ გულბიანი - ნაკრების ფიზიოთერაპევტი
- დევიდ ვები - ნაკრების ასისტენტ მწვრთნელი
- გიორგი ჩანგელია - ნაკრების ექიმი
- დავით ხარაბაძე - ნაკრების ექიმი.
საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ წარადგინეს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს იღებს. ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს თურქეთთან; 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება; 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.
ფორუმი