Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


17 საარჩევნო ოლქში 73 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის მოსკოვსა და ვლადიკავკაზში.
17 საარჩევნო ოლქში 73 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის მოსკოვსა და ვლადიკავკაზში.

9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით მიმდინდინარეობს: 34 დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.

17 საარჩევნო ოლქში 73 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის მოსკოვსა და ვლადიკავკაზში.

არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი.

პარტიებს 7-.პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ცესკოს ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, 9 ივნისის არჩევნებს რუსეთის ფედერაციიდან, აფხაზეთიდან, ასევე დონბასის არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლები დააკვირდებიან, სულ 35 ადამიანი.

ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან უკანონო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება. ამ ტერიტორიას კი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენულ რეგიონად მიიჩნევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG