Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთს პირველად დაესხნენ თავს დრონები


ჩრდილოეთი ოსეთი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში, პირველად დაექვემდებარა სამხედრო თავდასხმას.
ჩრდილოეთი ოსეთი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში, პირველად დაექვემდებარა სამხედრო თავდასხმას.

8 ივნისის ღამეს და გამთენიისას რუსეთსა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა 27 დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასიურ საავიაციო იერიშში უკრაინას ადანაშაულებს.

ამ ცნობების თანახმად, ჩრდილოეთი ოსეთი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში, პირველად დაექვემდებარა სამხედრო თავდასხმას.

რესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო ამტკიცებს, რომ უპილოტო თვითმფრინავების მიზანი იყო სამხედრო აეროდრომი მოზდოკში. მენიაილოს თანახმად, თავდასხმაში მონაწილეობდა სამი უკრაინული დრონი, რომლებიც რუსული ანტირაკეტებით ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ერთი დრონის შესახებ იუწყება.

რუსეთის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის გარდა, წუხელ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის, ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ტულის ტერიტორიაზე. ყირიმის თავზე დრონების გარდა, რუსეთის ძალებმა ნახევარკუნძულთან მიახლოებისას ორი უპილოტო ნავიც გაანადგურეს.

როსტოვის რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამის არხით გაავრცელა იერიშის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, დრონი ჩამოაგდეს ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის თავზე. სავარაუდო უკრაინული დრონები ამ ობიექტს არაერთხელ დაესხნენ თავს. გოლუბევის ცნობით, დრონის ჩამოვარდნისას არავინ დაშავებულა.

მის მსგავსად, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არც სხვა რეგიონების ხელმძღვანელებს გაუვრცელებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG